03.Feb .2016 14:19

"მივესალმები პრემიერის 4 ძირითად ინიციატივას ეკონომიკური განვითარების მიმართულებით"

views 887
უკან

საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერის ეკონომიკურ ინიციატივებს მიესალმება. როგორც გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველომ თანამედროვე კონკურენციის მაღალ მოთხოვნებს უნდა უპასუხოს.
 
"მინდა მივესალმო საქართველოს პრემიერის 4 ძირითად ინიციატივას ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ესენია სამუშაო ადგილებზე ორიენტირებული პროგრამები, ბიზნესის ჩართულობის უზრუნველყოფა მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და შესაბამისად სწრაფი გადაწყვეტილებები. აქცენტი რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე. განსაკუთრებით რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მინდა გამოვყო განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის მიმართულება", - განაცხადა პრეზიდენტმა.