Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მე თვითონაც წინააღმდეგი ვიქნებოდი, რომ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა გასხვისდეს"

56b85c4c0e885
BM.GE
08.02.16 13:13
1011
მე თვითონაც წინააღმდეგი ვიქნებოდი, რომ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა გასხვისდეს, - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საუბარია კომპანიის მიერ საცალო სეგმენტის შესყიდვაზე, რაც შიდა ბიზნესის ნაწილია.
 
"მე მქონდა ამ საკითხებთან დაკავშირებით, საუბარი მარეგულირებელ კომისიასთან. შეხვედრა მქონდა ამ კომპანიის წარმომადგენლებთანაც დავოსის ფორუმის ფარგლებში. აღნიშნული კომპანია გეგმავს რომ შეისყიდოს საცალო კლიენტურის ბიზნესი, რომელიც არის ქვეყნის შიგნით.

მე თვითონაც წინააღმდეგი ვიქნებოდი, რომ მაგისტრალური ინფრასტრუქტურა ყოფილიყო გასხვისებული, ვინაიდან ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. კომპანია არ აპირებს შავ ზღვაზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის და ასევე სხვა მაგისტრალური ინფრასტრუქტურის შეძენას. ეს არის ჩვეულებრივი შიდა ბიზნესი, რომლის შემთხვევაშიც, მე საფრთხეებს ვერ ვხედავ. საუბარია ქვეყნის შიგნით კლიენტურის ქსელის შეძენაზე, რაც არანაირ საფრთხეებს არ შეიცავს“, - განაცხადა პრემიერმა.