Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება"

56a5cbfcd133b
BM.GE
25.01.16 11:15
1512
"მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, სასამართლო პრაქტიკას და ევროპულ დირექტივებს", - აღნიშნულის შესახებ იურისტმა, ლევან ალაფიშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა. ალაფიშვილი ამბობს, რომ კანონით ადამიანის ორი კონსტიტუციური უფლება შეიზღუდება, - საკუთრებისა და გადაადგილების უფლება.
 
"თუ ერთმა პირმა მეორეს საჩუქრად გადასცა ავტომობილი და მხარეებს შორის შედგა გარიგება, წარმოიშვება საკუთრების უფლება, - მიუხედავად იმისა რა წერია სხვა კანონში რეგისტრაციის შესახებ, მიუხედავად ამისა საკუთრებას ვერ გამოიყენებ, რადგან ის რეგისტრაციაში არაა გატარებული.

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში წერია, რომ დაუშვებელია ავტომობილის ექსპლუატაცია რეგისტრაციის გარეშე. კანონი ამბობს რომ მიუხედავად იმისა, რომ საკუთრება არსებობს, სახელმწიფო მისი გამოყენების უფლებას არ გაძლევს. რეგულირება საჭიროა, მაგრამ არა აკრძალვით.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საკუთრება-რეგისტრაციის აკრძალვა ინიციატივის საქართველოს კონსტიტუციას, სამოქალაქო კოდექსს და სასამართლო პრაქტიკას, აგრეთვე ევროპის დირექტივებს და ევროსასამართლოს პრაქტიკას ეწინააღმდეგება", - ამბობს ალაფიშვილი.