სასამართლომ გია გაჩეჩილაძის ადვოკატის, ირაკლი კორძახიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მაესტროს კრედიტორთა კრება 15 მარტამდე გადაიდო. კრების გადადების მოთხოვნა ჰქონდა მეურვესაც, თუმცა კრების ჩატარებას მხარს უჭერდნენ მაესტროს კრედიტორები.
მოსამართლის გადაწყვეტილებით კრება 15 მარტს 14:00 საათზე გაიმართება.