ტელეკომპანია "მაესტროს" ახალი დირექტორი ჰყავს. ზურაბ ნაყეურის კანდიდატურას პარტნიორთა კრებაზე უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ნაყეურის დარეგისტრირება საჯარო რეესტრში ჯერ-ჯერობით არ მომხდარა. მაკა ასათიანის ადვოკატის ცნობით, მისი დარეგისტრირება, სავარაუდოდ დღეს მოხდება. როგორც ცნობილი გახდა, ახალი დირექტორი "მაესტროში" მუშაობის დაწყებას ხუთშაბათიდან გეგმავს.