Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"კავკასუს ონლაინისა" და "მობიტელის" განცხადების განხილვა 10 მარტს გაგრძელდება

56b9f670eab9e
BM.GE
09.02.16 18:22
1078
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს "მობიტელის" და შპს "კავკასუს ონლაინის" ერთობლივი განცხადების საფუძველზე შპს „მობიტელისთვის“ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის თაობაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით, დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა.
 
კომისიამ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით შპს "მობიტელს" (ბილაინი) აქტივების შესახებ დამატებით დაზუსტებული ინფორმაცია მოსთხოვა, კომპანია ამ ინფორმაციას კომისიაში სამი კვირის ვადაში წარადგენს. განმეორებით შპს "მობიტელის" მიერ შპს "კავკასუს ონლაინის" საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა 2016 წლის 10 მარტს 13:00 საათზე გაიმართება.