Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯების ათვისებაში 22%-იანი ზრდა შეინიშნება

5641ee37bcaf4
ბიზნესკონტაქტი
10.11.15 17:07
1778
ხშირად ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯების ათვისების პრობლემა დგას და ამ პროექტების ბოლომდე შესრულება ვერ ხერხდება. ალბათ ამიტომაც მოხდა ინფრასტრუქტურაში ხარჯების შემცირება. ბიუჯეტში კი გარღვევა რომ არ მოხდეს, ინფრასტრუქტურული პროექტებიც უნდა შესრულდეს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია მოხდეს ამ თანხების ათვისება. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აღნიშნავს ინფრასტრუქტურულ პროექტებში თანხების ვერ ათვისება უმეტესწილად საერთაშორისო ტენდერის შედეგად მიღებული ხელშეკრულებების პირობებში ხდება. 

„ამ ხარჯების ერთადერთი მიზეზია ის, რომ წელს ვერ მოესწრება ამ პროექტების სრულად ათვისება. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვერ მოხერხდება ამაზე ინფრასტრუქტურის მინისტრმაც ისაუბრა. არ იგეგმება გარკვეული ავანსის გაცემა, მიუხედავად იმისა, რომ კონკრაქტი იძლევა იმის საშუალებას, რომ დაახლოებით 20 % ავანსი იქნეს გაცემული. იმნფრასტრუქტურისა და მთავრობის გადაწყვეტილებით მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ავანსი გაიცეს მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც აუცილებელია ამა თუ იმ პროექტის დაწყება. არც ერთი პროექტი არ ჩერდება, ეს პროექტები მიმდინარე პროექტებია და გაგრძელდება 2016 წლის განმავლობაში. ინფრასტრუქტურული პროექტების ათვისებას რაც შეეხება, ათი თვის განმავლობაში დაახლოებით 22%-ით მეტი ათვისებაა, ვიდრე იყო გასულ წელს. მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ათვისების ტენდენცია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი პროექტის ფარგლებში, როდესაც ეს არის საერთაშორისო ტენდერის შედეგად მიღებული ხელშეკრულება, შემსრულებლის გარკვეული თუ ვერ ახერხებს გრაფიკის მიხედვით, მყისიერი შეცვლა ამა თუ იმ პროექტის შეუძლებელია და რიგ შემთხვევაში ამიტომაც ხდება ხოლმე გარკვეული ჩამორჩენები. თუმცა, ჯამურად საკმაოდ მაღალია ინფრასტრუქტურული პროექტების ათვისება. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და ინფრასტრუქტურაზე თანხების მიმართვა, თუმცა თუ ვერ მოხერხდა ამ თანხის ათვისება, ეს არანაირ შედეგს არ მოგვცემს. მთავარია თანხა სამუშაოებზე დაიხარჯოს და არა ავანსზე ან სხვა მიმართულებით მოხდეს თანხების გაცემა. მთავარია კონკრეტული სამუშაოები შესრულდეს და ამ სამუშაოების შედეგად მივიღოთ ეკონომიკური ეფექტი’’-განმარტა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
მანვე განაცხადა, რომ სოციალური დანახარჯების გაზრდა ინფრასტრუქტურის ხარჯზე არ მოხდება.
"საგადასახადო შემოსავლებში გვაქვს გადაჭარბება და სწორედ ეს დამატებითი საგადასახადო შემოსავლებია წყარო იმ სოციალური ხარჯების დაფინანსების’’-აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.