Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"გოდერძიზე" სასტუმროს აშენების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთები შეღავათიანი პირობით გაიცემა

56e010282a217
BM.GE
09.03.16 15:57
1184
19 მარტს, სახელმწიფო ბიზნესმენებს კურორტ გოდერძის პრეზენტაციას წარუდგენს. პრეზენტაციის ფარგლებში ბიზნესისთვის კურორტზე 10-მდე მიწის ნაკვეთის შეთავაზება მოხდება, რომელზეც სასტუმროები უნდა განთავსდეს.
 
როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა, სანდრო ონოფრიშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, მიწის ნაკვეთების შეთავაზება სპეციალური პირობებით მოხდება, კერძოდ ინვესტორებს ადგილზე სასტუმროს აშენების პირობით, მიწის ნაკვეთი, შესაძლოა უსასყიდლოდ ან შეღავათიან ფასად გადაეცეთ. სახელმწიფო კი თავის მხრივ ვალდებულებას აიღებს ადგილზე საგზაო ინრასტრუქტურა მოაწყოს, ხულომდე მისასვლელი სრული გზის რეაბილიტაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ აჭარაში კურორტი გოდერძი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს.