Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"გაზპრომსა" და ენერგეტიკის სამინისტროს შორის მორიგი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

56caa51244f41
დავით ჯალაღონია
22.02.16 10:02
1051
"გაზპრომსა" და ენერგეტიკის სამინისტროს შორის მორიგი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. როგორც "ბიზნესკონტაქტს" ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა, მხარეები ისევ იმ პოზიციებზე არიან, რაზეც გასული - 20 იანვრის შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

მისი განამრტებით, მოლაპარაკებები ქართული მხარისთვის დადებითი შედეგის მიღებამდე გაგრძელდება.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება რუსული სახელმწიფო კომპანიისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მომდევნო შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სამინისტროს დელეგაციასთან ერთად "გაზპრომის" ხელმძღვანელობას ვენაში შეხვდა.