Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ფიზიკური კაზინოების მნიშვნელობა ტურიზმისა და სასტუმრო ინდუსტრიისთვის ძალიან დიდია"

5682a0647c3eb
BM.GE
29.12.15 18:20
1165
"ფიზიკური კაზინოების მნიშვნელობა ტურიზმისა და სასტუმრო ინდუსტრიისთვის ძალიან დიდია", - აღნიშნულის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი ტიპის კაზინოებისგან საქართველოს მოსახლეობა საკმაოდ დიდ შემოსავალს იღებს.
 
"რაც შეეხება ფიზიკურ კაზინოებს საქართველოში, რომელიც არის სხვადასხვა სასტუმრო ობიექტებში განთავსებული, - ჩვენ აქ ბუნებრივია უნდა გავითვალისწინოთ ამ ბიზნესის მნიშვნელობა. ის ბიზნესგეგმები, რომელზეც იგება ფინანსურ ინსტუტუტებში სასტუმრო სექტორში ინვესტიციები ნაწილობრივ გათვლილია ამ ბიზნესზე და ჩვენი ტურიზმი, ჩვენი მოქალაქეები მნიშვნელოვან შემოსავალს იღებენ ტურიზმიდან, იმ ტურისტებისგან რომლებიც სათამაშო ბიზნესისთვის შემოდიან საქართველოში. ამ ბიზნესს უნდა ვუთხრა, რომ მათ ნამდვილად არ უნდა დაემუქროთ არაფერი და კარგად უნდა განვასხვავოთ, - ონლაინ თამაშები და ფიზიკური კაზინოები. ფიზიკური კაზინოების მნიშვნელობა ძალიან დიდია დღეს საქართველოს ტურიზმის და სასტუმრო ინდუსტრიისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.