Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ექსპორტისა და მცირე ბიზნესის წამახალისებელი სააგენტოების დაარსებას მთავრობამ თავი უნდა დაანებოს"

56af4b0d7fa42
BM.GE
01.02.16 16:04
973
"თუ ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა გაგრძელდება, გადასახადების ესტონურ მოდელზე ვერ გადავალთ“, - აღნიშნულის შესახებ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, გადაცემაში "ბინზნესკონტაქტი" განაცხადა. მისი თქმით, მოგების გადასახადთან ერთად, უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადიც.
 
"ესტონურ მოდელზე ვერ გადავალთ, თუ მთავარი არ გაკეთდა და ეს არის ხარჯების შემცირება. მთლიანად ჩვენი მსოფლმხედველობაა შესაცვლელი. არ არის მთავრობის საქმე ექსპორტის წამახალისებელი და მცირე ბიზნესის წამახალისებელი სააგენტოები დაარსოს. მთავრობამ ამ საქმეს თავი უნდა დაანებოს. ბიზნესი თვითონ გადაწყვეტს ექსპორტზე რა გაიტანოს, რა აწარმოოს და რა სამუშაო ადგილები შექმნას. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მთავრობა ერთი მხრივ ბიზნესიდან გადასახადების სახით ნაკლებს ამოიღებს და მეორე მხრივ, მთავრობამ ზედმეტის ხარჯვა უნდა შეწყვიტოს, რაც ბიზნესს ზიანს აყენებს", - აღნიშნავს ზურაბ ჭიაბერაშვილი.