Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ბანკებმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ ის პრობლემა, რომლის წინაშეც ვართ"

56c37b5c8d499
BM.GE
16.02.16 23:37
1150
„ბანკებმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ ის პრობლემა, რომლის წინაშეც ვართ, მათ უნდა გაითვალისწინონ მსესხებლების მდგომარეობა“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ გადაცემაში "არჩევანი". მისი თქმით, დღეს ქართულ საბანკო სფეროს მეანაბრეების მხრიდან ყველაზე მაღალი ნდობა აქვს, მაგრამ არის ზღვარი, რომელსაც ბანკები ფიზიკურად ვერ გადალახავენ.
 
"არის ზღვარი, რომელსაც ფიზიკურად ვერ გადალახავენ. თუ ვინმე იტყვის, რომ მსესხლების მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი აპლიკაცია უნდა დაკმაყოფილდეს, ეს იქნება პოპულიზმი.

90-იან წლებში განვიცადეთ საბანკო კოლაფსი. ის, სადაც დღეს ჩვენ მივედით საბანკო სისტემის მეშვეობით, არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რადგან ჩვენ დავაბრუნეთ მეანაბრეების ნდობა საბანკო სისტემისადმი. დღეს ჩვენი მოქალაქეები თავის ანაბრებს ინახავენ კომერციულ ბანკებში და არ განიცდიან შიშს, რომ ანაბარს დაკარგავენ. ანაბრების რაოდენობამ მიაღწია რეკორდულ თანხას. ბანკები არიან შეზღუდულები, ისინი არ განკარგავენ საკუთარ თანხებს, ისინი განკარგავენ მეანაბრეების თანხებს.

დღეს ჩვენ მეანაბრეების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობა გვაქვს. საბანკო სექტორმა მიაღწია 26 მილიარდ ლარს. მილიონობით ტრანზაქცია ხორციელდება უწყვეტად. ფინანსური ინფრასტრუქუტა არის მთლიანად გამართული“, - განაცხადა ქადაგიძემ.