"ახალი ტფილისის" პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ისტორულ უბნებს, გაჩნდება ახალი რეკრეაციული ზონები და მოეწყობა ტურისტული საფეხმავლო მოედნები.
თბილისის მერიის ცნობით, პროექტის პირველი ეტაპი დაიწყება შემდეგი უბნებიდან: მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, დავით აღმაშენებლის გამზირი, ღვინის აღმართი, გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორია.