Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ახალი ტფილისი", - მასშტაბური პროექტი თბილისში 2016 წლის ბოლოს დასრულდება

56b44dbc86e50
BM.GE
05.02.16 11:21
2882
თბილისში ახალი მასშტაბური პროექტის „ახალი ტფილისის“ პრეზენტაცია, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა პროექტი თბილისში ახალი ტურისტული მარშუტების შექმნას და არსებული რაიონების რეაბილიტაციას ისახავს მიზნად.
 
„ჩვენი ვალია, რომ წინაპრების დანატოვარი ქალაქი განვაახლოთ. ქალაქი უნდა გახდეს იმედის მომცემი და საინტერესო. თბილისში უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები.

პროექტში 200-ზე მეტი ადამიანია ჩართული: არქიტექტორები, ისტორიკოსები, რესტავრატორები, ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები. ჩვენ ისე უნდა განავავითაროთ ჩვენი ქალაქი, რომ შევუნარჩუნოთ ის ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც გვაქვს, მაგრამ ამავე დროს მივცეთ მას ეკონომიკური განვითარება. შეიქმნება ახალი რეკრეაციული სიცრცეები, ბაღები პარკები, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი გადატვირთული ცხოვრებისთვის.

პროექტი გამოირჩევა ახალი მიდგომებით. ჩვენ არამხოლოდ ფასადებს აღვადგენთ, არამედ ეზოებში შევდივართ და მთლიანად აღვადგენთ საინჟინრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის უძრავი ქონების ფასებს თბილისში.

პროექტი 2016 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. 2016 წლის ბოლოს ჩვენ გვექნება განახლებული რაიონი, ახალი საფეხმავლო სივრცეები. ახალი კაფე-ბარებით და ძალიან ლამაზი ბაღებით. ქალაქს შეემატება ახალი ტურისტული მარშუტები“, - განაცხადა პრემიერმა.