Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"აგროარომა ჯგუფი" ახმეტაში ეთერზეთების, ცხოველების საკვების და ტექსტილის ნაწარმის მწარმოებელ საწარმოებს შექმნის

56d95b55a7ff7
BM.GE
04.03.16 13:52
1200
"აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, 2 კომპანიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გადაეცათ.
 
შპს "კარიერი 2015" მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ილმაზლოში მინერალური პროდუქტების მწარმოებელ საწარმოს შექმნის და 187 392 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ასევე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "აგროარომა ჯგუფი" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებში, რომელიც ახმეტაში, ორბელიანის ქუჩაზე მდებარეობს, შექმნის ეთერზეთების, ცხოველების საკვების და ტექსტილის ნაწარმის მწარმოებელ საწარმოებს, რისთვისაც არანაკლებ 1 200 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება. ადგილზე დასაქმდება 62 ადამიანი.