Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"2015 წელს ტენდერების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ 20 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა"

56cd64d7cfdcf
BM.GE
24.02.16 12:06
939
"2015 წელს ტენდერების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ 20 მლნ ლარზე მეტი შეადგინა", - აღნიშნულის შესახებ, დავით ნარმანიამ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერის ინფორმაციით, 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 13 მლნ ლარამდე იყო.
 
"2015 წელს დედაქალაქის მერიამ, წინა წელთან შედარებით, რაოდენობრივად 26%-ით მეტი ტენდერი გამოაცხადა. ამასთან, 2015 წელს ტენდერით დადებული ხელშეკრულებების რაოდენობა თანხობრივად, ჯამური მოცულობით, წინა წელთან შედარებით, 42%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2015 წელს, ტენდერის შედეგად დაიდო 118 911 383 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 83 512 000 ლარს შეადგენდა. აღნიშნული მიუთითებს, რომ, წინა წელთან შედარებით, 2015 წელს მეტი მომსახურება განხორციელდა და მეტი პროექტი დასრულდა წარმატებით", - განმარტავენ მერიაში.

"სატენდერო პირობებში, წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტი და მკაფიო აქცენტი კეთდება ტენდერში მონაწილე კომპანიების გამოცდილებაზე და შესაბამისად, კონკურენცია იზრდება, რამაც მოგვცა გარანტია იმისა, რომ მერიის მიერ შესყიდული მომსახურება იყო ხარისხიანი და შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში. გარდა ამისა, გაუმჯობესებულია მდგომარეობა ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოდგენის ნაწილში, რაც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია," - აცხადებს თბილისის მერი.