Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"2012 წელს ირანიდან 80 000 საერთაშორისო მგზავრი ჩამოვიდა, შარშან ეს რიცხვი 25 000-მდე დაიწია"

56c70faec10eb
BM.GE
19.02.16 16:49
923
საქართველო ირანთან ტურისტული მიმართულებით ურთიერთობების აღდგენაზე მუშაობს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, გადაცემაში „ბიზნესკონტაქტი“ განაცხადა, მთავრობა მონდომებულია, რომ ირანთან ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს.
 
„2012 წელს 80 000 საერთაშორისო მგზავრი ჩამოვიდა ირანიდან, შარშან ეს რიცხვი 25 000-მდე დაიწია.  ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ ურთიერთობის აღდგენა ძალიან სწრაფად მოხდება. ასევე მნიშვნელოვანია პოტენციალი, რომელიც ირანს გააჩნია, როგორც საინვესტიციო ქვეყანას. მთავრობა მონდომებულია, რომ ირანთან ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. აღვნიშნავ, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე, როდესაც ირანთან თავისუფალი სავიზო რეჟიმი არ იყო, ხელისუფლების წარმომადგენლები ირანს მუდმივად სტუმრობდნენ და ამ ურთიერთობებს მხარს უჭერდნენ", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ირანთან სავიზო რეგულაციები 15 თებერვლიდან გააუქმა.