Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"1926 წლამდე, ქუთაისამდე გემები მოძრაობდნენ, - ეს ახლაც შესაძლებელია მცირე ზომის გემებისთვის"

56b9afb07b476
BM.GE
09.02.16 13:19
1274
პარლამენტის დეპუტატი, ომარ ნიშნიანიძე ქუთაისში, სამდინარე მცირე ზომის პორტის შექმნის ინიციატივით გამოდის. ომარ ნიშნიანიძე ქუთაისში სამდინარე პორტის პერსპექტივებზე, გადაცემაში "საქმიანი დილა" საუბრობს. დეპუტატი ამბობს, რომ 1926 წლამდე ქუთაისამდე გემები მოძრაობდნენ. მისი თქმით, ბათუმიდან ვარციხე-გეგუთის მიდამოებამდე "არგოს" სტილის გემით მოძრაობა, ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო იქნება.
 
"რა თქმა უნდა, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს კონკურენციას ვერ გავუწევთ, მაგრამ რიონის სამდინარო ფუნქციის აღდგენა საინტერესოდ მეჩვენება. დიდ გემებს, ვერ მივიღებთ, მაგრამ თუნდაც ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით შესაძლებელია, რომ ვარციხე-გეგუთის მიდამოებამდე გაკეთდეს, რაც ფაქტიურად ქუთაისია. დიდი ისტორიკოსი ნიკო ბერძენიშვილი ამბობდა, რომ გეგუთი ქვემო ქუთაისია, სწორედ იქ იყო ძველი, აიეტის ქუთაისი.

საინტერესო იქნება ბათუმიდან არგოს სტილის გემით მოგზაურობა, ფოთისა და რიონის მიმართულებით. ამ ეტაპზე, პორტი თავისი კლასიკური დატვირთვით არ იგულისხმება. თუმცა, თავის დროზე 1926 წლამდე ქუთაისამდე გემები მოძრაობდნენ. ეს ახლაც შესაძლებელია მცირე ზომის გემებისთვის.

თავის დროზე, ქართველმა აკადემიკოსებმა ეს გამოიკვლიეს და მცირე ზომის სამდინარე პორტის მშენებლობა შესაძლებლად მიიჩნიეს. ძალიან საინტერესო იქნება თუ პროექტით კერძო ინვესტორებიც დაინტერესდებიან.

ისტორიკოსებსა და არქეოლოგებს კვლევა დაწყებული გვაქვს, მაგრამ ამაში ტექნიკური პერსონალიც უნდა ჩაერთოს. პირველი ნაბიჯები გადადგმულია. ვნახოთ, ხელისუფლება თუ დაინტერესდება ამ ინიციატივით", - განაცხადა ნიშნიანიძემ.