Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქუმსიშვილი: რუსული გაზის პირდაპირი გზით მიღებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

567bf99b91e91
BM.GE
24.12.15 17:51
1181
გაზის მიწოდების კუთხით საქართველოსთვის აზერბაიჯანი პრიორიტეტია, - აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმირტი ქუმსიშვილმა აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ქუმსიშვილის თქმით, „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები ტექნიკურ ხასიათს ატარებს, რომელიც რუსული გაზის საქართველოს გავლით ტრანზიტს გულისხმობს.
 
"რუსული გაზის, პირდაპირი ან სხვა გზით მიღებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს", - განუცხადა ქუმსიშვილმა Trend.az-ს.

ქუმსიშვილის თქმითვე, გაზის მიღებაზე მოლაპარაკებები არც ირანთან მიმდინარეობს. აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას დიმირტი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანა გაზის წყაროების დივერსიფიკაციას მოახდენს, თუმცა ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება.