Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორია მიგრანტების დანახარჯები კვების ობიექტებში?

BM.GE
10.10.22 15:49
147
TBC Capital-ის მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯების დინამიკის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, 2022 წლის სექტემბერში, ჯამური უნაღდო დანახარჯების ზრდა მცირედით გაუმჯობესდა და წლიურად 8% შეადგინა, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობის წლიური ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზეა 26%-ს უტოლდება.

2022 წლის სექტემბერში, თიბისი ბანკის არხებით სექტორების მიხედვით უნაღდო დანახარჯების დინამიკა ასე გამოიყურება: 
• სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების ზრდა გაუმჯობესდა და წლიურად 41% შეადგინა. ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი მცირედით გაიზარდა და 356 ლარს გაუტოლდა.
• არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი, მცირედით შენელდა, თუმცა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა და 2019 წელთან შედარებით 37% შეადგინა; 
• რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო დანახარჯები შენელდა და 2021 წელთან შედარებით 52% შეადგინა. საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე 29 ლარამდე შემცირდა;

როგორია დანახარჯების წილი ოქტომბრის დასაწყისისთვის აჭარის კვების ობიექტებში? 

სტუმარი: ნინო გაბუნია - რესტორანი "დელირიას" მფლობელი;