Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართველი სტუდენტები ქართული ვაშლის ჩიფსების წარმოებას იწყებენ

56c9d75df107b
BM.GE
21.02.16 19:24
1970
"სტუდენტური ინოვაციების" პროგრამის ფარგლებში TS ფონდის გამოცხადებულ კონკურსში აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიის გუნდმა ხილისა და ბოსტნეულის ჩიფსების წარმოების იდეით - 10 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა. ამ თანხით ისინი შეძლებენ საკუთარ იდეაზე დაფუძნებული სტარტაპის შექმნას და პირველი ქართული ვაშლის ჩიფსების წარმოებას.
 
კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისგან, რომელიც მოიცავდა პროექტის მოკლე და მთლიანი ვერსიის ფორმების შედგენასა და ანალიზს. შეფასების ძირითადი კრიტერიუმი იყო იდეის ინოვაციურობა და მისი კომერციალიზაციის რეალურობა.

სტუდენტებს ვაშლის ჩიფსის პირველი პროტოტიპი უკვე შექმნილი აქვთ, მის ბაზარზე გამოჩენას კი 6 თვეში ვარაუდობენ.