Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართველი სტუდენტები Google#Hash Code-ის ონლაინ ტურნირის ფინალისტები გახდნენ

56caea3493732
BM.GE
22.02.16 14:56
1249
თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი Google#Hash Code-ის ონლაინ ტურნირში, სადაც მსოფლიოდან 17 000-ზე მეტი პროფესორი და სტუდენტი მონაწილეობდა 27-ე ადგილზე გავიდა და შემდეგ ეტაპზე იასპარეზებს.
 
უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობას პარიზში, გუგლის ოფისში ჩასატარებელ ფინალში მიიღებს, რომელიც 19 მარტს გაიმართება.

ქართულ გუნდში 4 სტუდენტია გაერთიანებული, მათ ამოცანის შესასრულებლად 4 საათი ჰქონდათ. როგორც სტუდენტებმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, საკონკურსო ამოცანები უმეტესად, რეალური ცხოვრებიდან არის გადმოტანილი. ქართულ გუნდს ამოცანა დრონებით მიტანის სერვისზე უნდა ამოეხსნა. 

Google#Hash Code-ის ფინალზე ქართული გუნდი პრველად წარდგება.