Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართველი ავტოიმპორტიორებისთვის ახალი ბაზარი შესაძლოა თურქმენეთი გახდეს

572ed8922f075
ელენე გოგბერაშვილი
08.05.16 10:07
1184
"კავკასიის ავტოიმპორტის" ხელმძღვანელის მოადგილე თურქმენეთს საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტისთვის ალტერნატიულ ბაზრად განიხილავს. როგორც გიორგი სუპატაშვილი "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, მათ უკვე ჰქონდათ მოლაპარაკებები თურქმენეთიდან ჩამოსულ რამდენიმე დილერთან, თუმცა პრობლემაა სავიზო მიმოსვლა. სუპატაშვილის თქმით, თუ სახელმწიფოსგან სავიზო მხარდაჭერა ექნება ავტოიმპორტიორებს, იქმნება "ფრენჩაიზინგის’’ შესაძლებლობა, რაც ავტომობილების გაყიდვებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
 
რაც შეეხება ირანის ბაზარს, რომელიც შეიძლება ქართველი დილერებისთვის ავტომობილების გასაღების ალეტრანტიული ბაზარი გამხდარიყო, როგორც სუპატაშვილი ამბობს, ეს ბაზარი დროებით ჩაიკეტა. მისი განმარტებით, ირანმა ახალი რეგულაციები მიიღო, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მხოლოდ 100 კილომეტრამდე გარბენის მქონე ავტომობილები დაიშვება, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ამ ბაზარზე მეორადი ავტომობილები ვეღარ გავა. რაც შეეხება ახალ ავტომობილებს, გიორგი სუპატაშვილის თქმით, ირანში ვერც ახალ ავტომობილებს გაიყვანენ, რადგან ყველა ბრენდს სხვადასხვა ქვეყანაში თავისი კვოტა აქვს დაწესებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ირანის ბაზარი ქართველი ავტოიმპორტიორებისათვის ჯერჯერობით გახსნილი არ არის.

რაც შეეხება გაყიდვებს, "კავკასიის ავტოიმპორტის" ინფორმაციით, ვალუტის სტაბილურობიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში ავტომობილების გაყიდვები დაახლოებით 25%-თ გაიზარდა, რაც არა რეექსპორტის, არამედ შიდა გაყიდვების ხარჯზე მოხდა.