Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ქართულმა კომპანიებმა საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია შექმნეს

5703c7facc9eb
ელენე გოგბერაშვილი
05.04.16 18:09
1175
ქართულმა კომპანიებმა საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია შექმნეს. საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან სილაგავა "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, რომ საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია ოფიციალურად საქმიანობას რამდენიმე დღეში შეუდგება. ლევან სილაგავას თქმით, გამოიკვეთა, რომ თითქმის ყველა დარგს აქვს დაახლოებით ერთი და იგივე პრობლემა- ეს არის ადგილობრივი მწარმოებლების დაცვა არასამართლიანი იმპორტისაგან. მისი თქმით, ფედერაციის შექმნის მთავარი მიზანით არის ის, რომ სწორი კონკურენციის პირობების ჩამოყალიბებით ადგილობრივი წარმოება განვითარდეს და მოხდეს იმპორტის ჩანაცვლება.

"ყველა პრობლემის თავმოყრა, მთავრობასთან მიტანა და კომუნიკაცია საშუალებას მოგვცემს ეს პრობლემები დალაგდეს. კომუნიკაციის პრობლემა მთავრობასთან გარკვეულწილად იყო. ყველა დარგი ცალ-ცალკე იღვწოდა და ერთი და იგივე პრობლემა ცალ-ცალკე მიჰქონდა მთავრობასთან. ფედერაცია იქნება არხი იმისათვის, რომ ბიზნესსა და მთავრობას შორის დამყარდეს ეფექტური კომუნიკაცია", - აცხადებს ლევან სილაგავა.

საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია ამ ეტაპზე 50-მდე მსხვილ კომპანიას აერთიანებს, მათ შორისაა: ფქვილის, კვერცხისა და ხორცის, მინის, კაბელების, არმატურის, ფოლადისა და ცემენტის მწარმოებელი კომპანიები.