Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ქართული თხილის 2015 წელს ექსპორტზე ირანშიც გავიდა

570fa02c9b41b
BM.GE
14.04.16 17:47
1122
"საქსტატის" მონაცემებით, სულ ირანში 44 ტონა თხილია ექსპორტირებული, თანხობრივ გამოსახულებაში კი 361,6 ათას დოლარს შეადგენს.
 
ბუნებრივია, ეს არ არის დიდი მოცულობის ექსდპორტი, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2014 და 2012 წელს ამ პროდუქციის ექსპორტი ირანში არ ხორციელდებოდა.

2013 წელს კი ქვეყნიდან ირანში 241,4 ათასი დოლარის 92 ტონა ქართული თხილი გავიდა.

შეგახსენებთ, რომ თხილი საქართველოს წამყვან საექსპორტო ათეულშია. 2015 წლის მონაცემებით, ის მესამე პოზიციაზე 8%-იანი წილით მესამე ადგილზე იყო. სულ უცხოეთის ბაზრებზე 176,441 მლნ დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 183,4 მლნ დოლარით განისაზღვრა.

"ბანკები და ფინანსები"