Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართული სკოლებში ნოემბრის ბოლოდან ბიზნესის უნარ-ჩვევების სწავლება დაიწყება

5644835fc7e04
საქმიანი დილა
12.11.15 15:58
2222
USAID-ის პროექტით საქართველოს დაწყებითი კლასის მოსწავლეები ბიზნესის უნარ-ჩვევებს შეისწავლიან. თავიდან სიახლის შეტანა ოცდაცხრამეტ საპილოტე სკოლაში მოხდება. აღნიშნული სკოლების მასწავლებლების ტრეინინგი უკვე დასასრულს უახლოვდება. ამ პროექტზე ერთობლივად  საქრთველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს პროექტების და პროგრამების ხელმძღვანელი და ‘’Junior Achievement Georgia’’მუშაობდნენ.
სწავლების მეთოდიკასა და სხვა დეტალებზე განათლების პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკა ჩაჩხიანი აღნიშნავს, რომ ბიზნესის უნარ-ჩვევების სწავლება სკოლებში ნოემბრის ბოლოდან დაიწყება. პროექტი ძირითადად კითხვასა და მათემატიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას მოიცავს და მას ამა წლის თებერვლიდან დაემატა ბიზნესის უნარ-ჩვევებიც.

“მასწავლებლების ტრეინინგები შაბათ-კვირას სრულდება და შემდეგ უკვე სკოლებში უშუალოდ შევა და ნოემბრის ბოლოდან დაიწყება. ეს პროექტი USAID-ის დაფინანსებით ხორციელდება და კომპონენტები არის კითხვის და მათემატიკს უნარების გაუმჯობესება და ამა წლის თებერვალში დაემატა ბიზნესის უნარ-ჩვევები. ამის მნიშვნელოვანი კომპონენტი არის 5-6 კლასებში კერძო სექტორის მოხალისეები ტრეინინგებს გადიან და შედიან სკოლებში. ისინი ასწავლიან ამ მოდულებს. მოდულები არის 5-6 გაკვეთილი მთელი წლის განმავლობაში. გაკვეთილები დაახლოებით 45 წუთია და პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით თვითონ მასწავლებელი, დამრიგებელი ატარებს ამ გაკვეთილებს. სამინმისტროსთან შეთანხმებით ეს ჩაჯდება დამრიგებლის საათში. დიდია ინტერესი მასწავლებლების მხრიდან,’’- აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანლის მოადგილე, ნიკა ჩაჩხიანი.

საინტერესოა 1-2 კლასელები როგორ უნდა დაინტერესდნენ ბიზნესის უნარ-ჩვევებით. ‘’Junior Achievement Georgia’’-ის დირექტორის, ეკა გეგეშიძის თქმით, ეს უნარები ინტეგრირებულია და გადაჯაჭვულია კითხვასა და მათემატიკასთან. წიგნები მათ მიერ ადამტირებული და სახალისოა.

''Junior Achievement’’-ი მსოფლიოს 123 ქვეყენაში მუშაობს და დაარსების დღიდან მოყოლებული მთელ მსოფლიოში ოპერირებს სხვადასხვა პროგრამებით და ეს კარგად გამოსდის კიდეც. მისი პროგრამები იმ უნიკალურობით გამოირჩევა, რომ არის ფაქტობრივად კეთებით სწავლების მეთოდებზე დაფუძნებული. მისი პროგრამების შემუშავებას უძღვებიან ცნობილი პედაგოგები და მეცნიერები, რომლებსაც შესწავლილი აქვთ  ეს ასაკობრივი ჭრილი და ამის საფუძველზე აკეთებენ თითოეულ სავარჯშოს და დავალებას. ჩვენ შვიდი სხვადასხვა პროგრამა გავაკეთეთ ქართულად. ამ შვიდი პროგრამის შემუშავებისთვის ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში “Junior Achievement’’-მა 17 მილიონი დახარჯა და ეს პროგრამები ამერიკაში და ევროპის წამყვან ქვეყნებშიც მიდის,’’-განმარტა ‘’Junior Achievement Georgia’’-ს დირექტორმა ეკა გეგეშიძემ.

ეკა გეგეშიძემ გადაცემა “საქმიან დილაში’’ აღნიშნა, რომ მათ უბრალოდ ქართულად კი არ თარგმნეს პროგრამა, არამედ ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაო გახლდათ და მის დაწყებაზე ორი წელი მუშაობდნენ ექსპერტებთან ერთად.
ეკა გეგეშიძე: “მთავარი აქ ის გახლავთ, რომ ჩვენ ის ქართულად უბრალოდ კი არ გადავთარგმნეთ, არამედ ამაზე მუშაობდა მთელი ექსპერტთა ჯგუფი. საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო. სანამ პროექტი დაიწყებოდა, ორი წელი ვმუშაობდით პროექტის დაწერაზე და ბოლო რვა თვეის განმავლობაში ბევრი რამ გავაკეთეთ.’’

პროექტზე USAID-მა მნიშვნელოვანი პრეზენტაცია წარმოდგენა, რომელშიც ბევრი ინფორმაციაა ჩადებული. ნიკა ჩაჩხიანი ამბობს, რომ კერძო სექტორიდან თითქმის ყველა თანახმაა თანამშრომლობისთვის.
“პროგრამის პრეზენტაციას ჩვენ ვურიგებთ კერძო სექტორის კომპანიებს. როცა მათ ვესუბრებით, თითქმის ყველა თანახმაა თანამშრომლობაზე, მათ შორის უკვე ჩართულია ბევრი კომპანია: Microsoft-ი, TBC Leasing-ი, ‘’კრისტალი’’, სასტუმრო "ბეტსი'' და სხვები. ამ პრეზენტაციის კრებულს ვურიგებთ, იმიტომ რომ აქაა ინფორმაცია პროექტის შესახებ, არის პრომო ვიდეო, რომელიც მაყურებელს შეუძლია ნახოს ბიზნესის უნარ-ჩვევების facebook-გვერდზე, სადაც ინფორმაციას გაეცნობიან’’- განაცხადა პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნიკა ჩაჩხიანმა.