Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ქართულ ბაზარზე რუსული ნაყინი გამოჩნდება

5728abd106a83
BM.GE
03.05.16 17:45
1704
ნაყინის მწარმოებელი ფირმა Davaice–ი, რომელიც ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვში მდებარეობს, საქართველოში საკუთარი პროდუქციის ექსპორტს იწყებს. ექსპორტი მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყება. ამის შესახებ როსსელხოზნადზორის რეგიონული სამმართველოს პრეს–სამსახური იტყობინება.

კომპანიის გეგმებშია ასევე ნაყინის ექსპორტი მონღოლეთსა და ჩინეთში.

ახლახანს კომპანიაში შემოწმება ჩატარდა, რომლის შედეგადაც საწარმოს სანიტარული მდგომარეობა და უსაფრთხოების კრიტერიუმები დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.


შემოწმების მასალები როსსელხოზნადზორში გაიგზავნა, რათა კსტოვის საწარმო საქართველოში, მონღოლეთსა და ჩინეთში ექსპორტიორი კომპანიების სიაში შევიდეს.

"კომერსანტი"