Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ქართულ-ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ ქართულ ბაზარზე ახალი ონკოლოგიური მედიკამენტი შემოიტანა

56e41c08dd7a0
BM.GE
12.03.16 17:36
1379
ქართულ ბაზარზე ახალი ქართულ-ამერიკული ფარმაცევტული კომპანია “ნინტი ფარმა“ (Ninti Pharma) გამოჩნდა, რომელიც ამერიკული მედიკამენტების ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. კომპანიის პარტნიორები ამერიკული ფარმაცევტული ინდუსტრიის მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები და მწარმოებლები არიან. “ნინტი ფარმას" დირექტორი ნათია ნაროზაული "ბიზნესკონტაქტთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ამერიკული ჯენერიკული მედიკამენტების შემოსვლა ქართულ ბაზარზე მომხმარებელს ხარისხიანი მედიკამენტის შერჩევის მეტ შესაძლებლობას მისცემს.

"ამერიკაში ნაწარმოები და იქაური ბაზრისთვის შექმნილი ყველა მედიკამენტი ფლობს ხარისხის FDA სტანდარტის ნიშანს. უფრო რომ დავაზუსტოთ, FDA არის ამერიკის კვებისა და წამლის სააგენტო. მის მიერ მინიჭებული ხარისხი ნიშნავს, რომ სააგენტო ჩართული იყო და დეტალურად აკვირდებოდა ყველა იმ პროცესს, რომელიც მედიკამენტმა შექმნის მომენტიდან გაიარა, ტესტირების და კვლევების ჩათვლით, ფართო გაყიდვებში გაშვებამდე. მკაცრად კონტროლდება შემადგენელი ნივთიერებების პროცენტულობა მედიკამენტში და მისი ხარისხი. მეტიც, FDA ადგენს რეკომენდაციებს ექიმებისთვის, აკონტროლებს გაყიდვების არეალს და წამლის მოქმედების ეფექტებს, შექმნის მომენტიდან დღემდე, ნებისმიერი მედიკამენტის შემთხვევაში. სწორედ სააგენტოს სტანდარტი განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მკაცრად ითხოვენ მუდმივად მივაწოდოთ იმ აფთიაქების სრული ჩამონათვალი, სადაც მედიკამენტი სარეალიზაციოდ განთავსდება. ამ ეტაპზე იმპორტირებული გვაქვს რვა პროდუქტი, ძირითადად თერაპიული, ნევროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, გინეკოლოგიური და ონკოლოგიური მიმართულებით,“ - ამბობს კომპანიის დირექტორი.

ქართულ ბაზარზე სიახლეა კომპანიის მიერ შემოტანილი ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის თვისებებზეც პროდუქტის მენეჯერი ნინო მაღრაძე საუბრობს. "პროდუქტი უნიკალურია და შესაძლებელია ქართული ფარმაცევტული გარემოსთვის ინოვაციური დავარქვათ. ვისაც საკუთარ თავზე ან ახლობელ ადამიანზე უნახავს რას ნიშნავს ქიმიოთერაპიული მკურნალობის გვერდითი მოვლენები, დამეთანხმება, რომ ეს გვერდითი მოვლენები არანაკლებ სტრესულია ორგანიზმისთვის, ვიდრე თვით დაავადება. გულისრევა-ღებინება, ტკივილი, დიარეა, წყლულები პირის ღრუში და ა.შ. სწორედ ამ პროცესების სამართავად, ქიმიოთერაპიაზე მყოფი პაციენტის ყოველდღიური მდგომარეობისა და ცხოვრების ხარისხის ასამაღლებლად არის შექმნილი მცენარეული, უსაფრთხო პროდუქტის ხაზი. “ქემ მულტი+“, “ქემ მაუსი“, “ქემ ჯინჯერი“ და “ქემ რეჯენი“ ხელს უშლის ონკოლოგიური უჯრედების წარმოშობა-გამრავლებას, საგრძნობლად ამაღლებს იმუნიტეტს. თითოეული პრეპარატი მიზნობრივად ხსნის ქიმიოთერაპიის გვერდით მოვლენებს. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო “ქემ მაუსი’’, რომელიც ტკივილგამაყუჩებელ ეფექტთან ერთად ალაგებს ქიმიოთერაპიის შედეგად პირის ღრუს ლორწოვანი გარსის პათოლოგიებს, წყლულებს, ანთებად კერებს და ა.შ. ხოლო “ქემ ჯინჯერი’’ ხსნის გულისრევის შეგრძნებებს და პირღებინებას, იცავს და აღადგენს ღვიძლის უჯრედებს, ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას და ა.შ. დღეს მსოფლიო თანამედროვე წამყვანი მედიცინის რეკომენდაციაა, რაც შეიძლება ნაკლები სტრესი ორგანიზმს ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაციებისა და სამკურნალო კურსის შემთხვევაში. ძირითად დაავადებასთან ბრძოლაში თერაპიულ მკურნალობასთან ერთად, წამყვანი ფაქტორი სწორედ გვერდითი ეფექტების და სტრესის მართვას ენიჭება", - აღნიშნა ნინო მაღრაძემ.