Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ქადაგიძე მეჭიაურზე: ლანძღვა და ცილისწამება არის არგუმენტგამოცლილი ადამიანების ბოლო ბასტიონი

56c36ddf48a90
BM.GE
16.02.16 22:21
1069
"ჩემი მმართველობის ნახევარი ემთხვევა ნაციონალური მოძრაობის პერიოდს, მეორე ნახევარი კი ქართული ოცნების ხელისუფლებას“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, გადაცემაში "არჩევანი“. მისი თქმით, ის შედეგები, რასაც ბანკმა მიაღწია, მთავრობასთან, პარლამენტთან და მათ შორის ზურაბ ადეიშვილთან ერთობლივი მუშაობის გარეშე მიღწეული ვერ იქნებოდა.
 
"კონკრეტული გამონაკლისების გარდა, მსხვილ ბიზნესს და მსხვილ ბიზნესმენებს არასდროს ჰქონდა კომუნიკაციის პრობლემა მთავრობასთან. პრობლემა იყო მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლის ხმაც არ ისმოდა და ეს განსაკუთრებით გაღრმავდა 2008 წელს. ამ დროს მნიშვნელოვანი დანაკარგები ჰქონდა ბიუჯეტს, რასაც სახელმწიფომ უპასუხა გამკაცრებული საგადასახადო ადმინისტრირებით.

მაშინ, როდესაც მსხვილი ბიზნესისთვის, 100 000, 200 000 და 300 000 ლარის დარიცხვა არ წარმოადგენს, განსაკუთრებულ პრობლემას, პატარა ბიზნესისთვის ეს არის პრაქტიკულად გაკოტრება. ზუსტად ეს იყო პრობლემა, ეს იყო ხელისუფლების პრობლემა. დღესაც ჩვენ ყველაზე ნაკლებად ვუსმენთ მცირე და საშუალო ბიზნესს.

რაც შეეხება ბატონი მეჭიაურის განცხადებას, - ლანძღვა და ცილისწამება არის არგუმენტგამოცლილი ადამიანების ბოლო ბასტიონი.

კავშირს რაც შეეხება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად 2009 წელს დავინიშნე. ჩემი მმართველობის ნახევარი ემთხვევა ნაციონალური მოძრაობის პერიოდს, მეორე ნახევარი კი ქართული ოცნების ხელისუფლებას. ჩვენ გვქონდა სამუშაო ურთიერთობები, ის შედეგები, რომლებიც არის მიღწეული ეროვნული ბანკის საქმიანობაში, ვერ იქნებოდა ცალკე აღებული, რომ არა ერთობლივი მუშაობა როგორც პარლამენტთან, ასევე მთავრობასთან და ზურაბ ადეიშვილთან", - განაცხადა ქადაგიძემ.