Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პურის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში, სავარაუდოდ წლის ბოლომდე შევა

5721d394be974
BM.GE
28.04.16 13:08
1331
პურის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში, სავარაუდოდ წლის ბოლომდე შევა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ რეგლამენტი პურის ხარისხს განსაზღვრავს და არა მის ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებს. კერძოდ, მეწარმეები ვალდებულები იქნებიან მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია თუ რომელი ხარისხის ფქვილით არის დამზადებული პური.
 
თენგიზ კალანდაძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას განმარტავს, რომ რეგლამენტი უკვე მზად არის. მისივე თქით, ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების ინიციატორები თავად მეწარმეები იყვნენ.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ რეგლამეტის ძალაში შესვლა მეწარმეებისთვის დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული არ იქნება და შესაბამისად პროდუქციის ფასი არ გაიზრდება.

"დღემდე მოქმედებს სხვადასხვა მარეგულირებელი ნორმები, რომელიც სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს განსაზღვრავენ, ასევე სურსათის უვნებლობის პარამეტრებს. რეგლამენტი დამატებით დაარეგულირებს პურის მარკეტინგულ და ხარისხობრივ მოთხოვნებს.

ტექნიკური რეგლამენტი არ ითხოვს ცალსახად, რომ პური იყოს შეფუთული. რაც შეეხება ეტიკეტირებას ამის მოთხოვნა დღესაც არის: ყველა პური უნდა იყოს ეტიკეტირებული და ეს არ ნიშნავს მხოლოდ პატარა დაწეპებულ ფურცელს - ეს გულისხმობს თანმხლებ დოკუმენტაციას.

ეს რეგულაცია დღეს მოქმედებს და ყველა მომხმარებელს შეუძლია მოთხოვოს ის.

რეგლამენტი არეგულირებს პურს ხარსიხობრივ პარამეტრებს, მაგალითად პურის ფქვილის, ცილის, ტენიანობისა და ფორიანობის შემცველობა", - აცხადებს თენგიზ კალანდაძე. მისივე თქმით, რეგლამენტი პირველ ეტაპზე მხოლოდ ორი სახეობის, ყველაზე ფართოდ გავრცელებულ პროდუქციას შეეხება.