Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პროფკავშირები "ჯი-აი-ჯი" ჯგუფს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

56f14099f1359
BM.GE
22.03.16 16:52
1238
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, მისი წევრი მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირი და ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირი, აცხადებენ პროტესტს საქნახშირი ჯი-აი-ჯი(GIG)-ს მიერ დაწყებულ პროცესზე და მოითხოვენ - ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ახალი შრომის კონტრაქტების დარიგება და დასაქმებულების იძულება, ხელი მოაწერონ კონტრაქტს. პროფკავშირების ცნობით, ის მთლიანად ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კანონმდებლობას და წარმოადგენს მეშახტეების უფლებების უხეშ დარღვევას.
 
"ეს არის ბოლო პერიოდში, მათ შორის ბოლო გაფიცვის დროს საქნახშირი "ჯი-აი-ჯი" (GIG) ჯგუფის მიერ აღებული ვალდებულებისთვის თავის არიდების, ასევე 2012 წლის 3 თებერვალს, პროფკავშირებთან გაფორმებული შეთანხმების ანულირების აშკარა მცდელობა.

პროფკავშირები იწყებს მობილიზებას საპროტესტო კამპანიის და შესაძლო გაფიცვის ორგანიზებისთვის თუ არ შეწყდება კომპანიის მენეჯმენტის ქმედებები ამ მიმართულებით.
ასევე აშკარაა, რომ საქნახშირი 'ჯი-აი-ჯი" (GIG) ჯგუფი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პროფკავშირების მიერ უკვე მომზადებულმა სარჩელმა, რომელიც სასამართლოში უნდა შევიდეს - აზრი დაკარგოს. სარჩელის მიხედვით, გაერთიანებას მოთხოვნილი აქვს, ბოლო 4 წლის განმავლობაში არსებული ინფლაციის მიხედვით ხელფასის ინდექსირებას 12.7%-ით და ასევე ბოლო შეთანხმებით ხელფასების მატება და შრომის უსაფრთხოების ნორმების დანერგვა.

შპს "საქნახშირის" (ჯი-აი-ჯი ჯგუფის) მიერ შემოთავაზებული შრომითი ხელშეკრულების პროექტი და შინაგანაწესი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და დამსაქმებელსა და პროფესიულ კავშირებს შორის გაფორმებულ არაერთ შეთანხმებას", - აცხადებენ პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებაში.