Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე გახდა

56e914ace8fd6
BM.GE
16.03.16 12:06
3189
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე გახდა. მელიქიძე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა წარადგინა.  მელიქიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი იყო, მელიქიძეს საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს. 

2008-2009 წლებში ის „საქართველოს ბანკში“ მუშაობდა, 2004-2008 წლებში კი ERST&YOUNG-ში. მაია მელიქიძეს განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში აქვს მიღებული.

"საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის გუნდის ყველა წევრი ყოველთვის იყო საზოგადოებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პრესასთან ძალიან ღია და გამჭვირვალე ურთიერთობის მომხრე, ამიტომ მეც ამ კურსს გავაგრძელებ.

გამოვთქვამ იმედს, რომ ჩემი კვალიფიკაცია, გამოცდილება, ცოდნა და განათლება გამოადგება ქვეყნის განვითარებას.

ყოველთვის მზად ვარ, ნებისმიერი რისკის შემცველ თემებზე, თქვენთან და დარგის სპეციალისტებთან კომუნიკაციისთვის", - განაცხადა მაია მელიქიძემ.