Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს პარლამენტს იანვრის ბოლოს წარუდგენს

568cd767584c4
BM.GE
06.01.16 12:58
1183
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე კონსულტაციებს აგრძელებს.
 
არასამთავრობო სექტორთან კიდევ ერთი შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტი კი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს პარლამენტს იანვრის ბოლოსწარუდგენს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით იგი უძღვება ეროვნული ბანკის უფლებამონაცვლის შერჩევის პროცესს, რომლის ფარგლებში კონსულტაციები მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნეს ასოციაციებთან და საბანკო სექტორთან.

„ეს არ არის პირველი პრეცედენტი, როცა პრეზიდენტი მარგველაშვილი კანდიდატის წარდგენის წინ ფართო კონსულტაციებს მიმართავს. ამგვარი პროცესი უძღოდა წინ მის მიერ უზენაესისასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის წარდგენასაც“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეს, გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის თებერვალში ეწურება. კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოსწევრებს კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი ასარჩევად წარუდგენს პარლამენტს და შემდეგ უკვე, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თანამდებობაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს.