Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პრემიერმა სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტთან სამთო კურორტების განვითარების პერსპექტივა განიხილა

57303a07683c2
BM.GE
09.05.16 11:18
969
სამთო–სათხილამურო კურორტების პოტენციალი და სათხილამურო სპორტის განვითარების პერსპექტივები განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებთან გამართა.

პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ზამთრის სპორტის განვითარების მნიშვნელობას, საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობისა და მთის პოტენციალის გამოყენების მიზნით.

სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა და ვიცე–პრეზიდენტმა პრემიერ–მინისტრს ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები და საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ახლადარჩეულმა ვიცე–პრეზიდენტმა, ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა პატრიკ ლანგმა გამოთქვა სურვილი, საკუთარი გამოცდილება დამნიშვნელოვანი კონტაქტები გამოყენოს საერთაშორისო პროექტების განსახორციელებლად და საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატების ჩასატარებლად.

"ამჟამად მე ვარ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ჩემთვის საპატიოა, რომ შემიძლია ჩემი გამოცდილებით სარგებელი მოვუტანო საქართველოს, რათა სრულად გამოვიყენოთ მისი უმშვენიერესი მთის რეგიონების პოტენციალი. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა ასეთი სლოგანისა და ლოგოს პოპულარიზაცია: "საქართველო - სათხილამური სპორტის ქვეყანა!" ამ მხრივ საქართველოს შესახებ კარგად არ არის ცნობილი, მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს ზამთრის სპორტისთვის კარგად განვითარებული ოთხი რეგიონი. ჩემი სურვილია, მთავრობასთან ერთად განვიხილოთ ბავშვებს შორის სათხილამურო და ზამთრის სხვა სპორტის სახეობების პოპულარიზაციისა და ამ მიზნით საგანამანათლებლო სამუშაოების ჩატარების გზები. ჩვენი მიზანია ახალგაზრდების ჩართვა ამ მხრივ პოტენციალის სრულად გამოყენების პროცესში,“–განაცხადა პატრიკ ლანგმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ცნობილი ჟურნალისტი პატრიკ ლანგი არის ევროპის, იაპონიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ჟურნალებისა და ინტერნეტ გამოცემების კორესპონდენტი. იგიFIS-ის მსოფლიო თასის ჩემპიონატის დამაარსებლის - სერგი ლანგის შვილია. პატრიკ ლანგი არაერთი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორია.