Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პრემიერის მიმართვა ბიზნესს: მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რასაც ქვეყნისთვის აკეთებთ

569ca50fe6f3e
BM.GE
18.01.16 12:39
1120
გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის რანგში ბიზნესთან პირველ შეხვედრას მართავს. შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში რამოდენიმე წუთის წინ დაიწყო. შეხვედრის დაწყებისას პრემიერმა შეკრებილ ბიზნესმენებს მიმართა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
 
"მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რასაც თქვენ აკეთებთ ქვეყნისთვის. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი შეგრძნებები არის ის, რომ გადაწყვეტილებები უნდა იყოს გამოძახილი იმისა, თუ რა სჭირდება დღეს ქვეყანას, ეკონომიკას და თითოეულ ეკონომიკურ სუბიექტს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცოდეთ თქვენი აზრი მიმართულებების შეფასებისას. ჩართულობის სულისკვეთება მუდმივად უნდა გასდევდეს თან მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას. მე მინდა რომ თითოეული თქვენგანი გრძნობდეს, რომ ის არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პროცესში", - განაცხადა პრემიერმა.