Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პრემიერი: სამი წლის წინ, მევენახეებს 1 კილოგრამ ყურძენში 25 თეთრი სანატრელი ჰქონდათ

5677d8967efa5
BM.GE
21.12.15 14:44
1343
„სამი წლის წინ, მევენახეებს 1 კილოგრამ ყურძენში 25 თეთრი სანატრელი ჰქონდათ“, - აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი მუშაობის პრეზენტაციისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მევენახეობის დარგის მიმართ მთავრობამ დამოკიდებულება სრულად შეცვალა. ღარიბაშვილის განცხადებით, წელს რთველის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 400 მილიონს გადააჭარბა.
 
„ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება, ვინც დაიწყო ქმედითი ხელშეწყობა მეურნეობების ასაღორძინებლად. ჩვენ შევცვალეთ დამოკიდებულება ყველაზე ტრადიციული დარგის, - მევენახეობისადმი. კარგად ვაცნობიერებთ, რომ ქართველისთვის ვაზი არის ეროვნული ინტერესის საძირკველი. სწორედ ამ მიზნით, 3 წლის განმავლობაში უპრეცედენტო რთველი ჩავატარეთ. მევენახეებმა კახეთსა და რაჭაში დაახლოებით, 400 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. ჩვენ გვახსოვს სამი წლის წინ მევენახეებს 1 კილოგრამ ყურძენში 25 თეთრი სანატრელი ჰქონდათ“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ეს უპრეცედენტო მაჩვენებელია. მისი თქმით ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა ევროპასა და ჩინეთში.