Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პრემიერი გია გაჩეჩილაძესთან შეხვედრაზე: სამუშაო დრო მე მგონი 11 საათი არ არის

56b8546b9c315
BM.GE
08.02.16 12:38
1157
პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მაშინ როდესაც გია გაჩეჩილაძეს შეხვდა, ის "მაესტროს" გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ინფორმირებული არ იყო. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გაჩეჩილაძესთან საუბრის თემა ტელეკომპანიას არ ეხებოდა.
 
"მე არავისთან არაფერი მაქვს დასამალი, საერთოდ არ მახასიათებს ტყუილი, მაქვს აუტანლობა ტყუილის.

11 სააათზე (ღამის) შევხვდი გიორგი გაჩეჩილაძეს, ამ სპეკულაციებზე აღარ შემიძლია უკვე პასუხების გაცემა. სამუშაო დრო მე მგონი 11 საათი არ არის. მქონდა საუბარი გიორგი გაჩეჩილაძის ერთ-ერთი მეგობრის თაობაზე, რომელსაც წინა ხელისუფლების პერიოდში ჰქონდა პრობლემები, ეს იყო და ეს. მე პრინციპულად არ შევხვდი მეორე მხარეს, რადგან ამ შემთხვევაში ჩაითვლებოდა, რომ მე კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს შევხვდი. გულწრფელად გეტყვით, რომ საერთოდ არ ვიცოდი ეს სიტუაცია თუ ხდებოდა მაესტროში. რომ მცოდნოდა ალბათ ცოტა სხვანაირად მოვიქცეოდი, და ალბათ ამ სიტუაციაში შეიძლება თავი შემეკავებინა, რომ არ გამომეწვია ამხელა სპეკულაციები და მითქმა-მოთქმა. ამაზე მეტი სიმართლე რა გითხრათ არ ვიცი“, - განაცხადა პრემიერმა.