Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პირველად 1959 წლის შემდეგ, ამერიკული Starwood-ი კუბაზე ინვესტიციას განახორციელებს

56eea21955308
BM.GE
20.03.16 17:11
1110
Starwood-ი პირველი ამერიკული სასტუმროების ქსელია, რომელიც 1959 წლის შემდეგ კუბაზე შედის. "სტარვუდი" ჰავანაში სამი სასტუმროს ოპერირებას გეგმავს. კომპანიამ ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის შესაბამისი ნებართვა უკვე მიიღო.
 
კუბაზე ვიზიტორების რიცხვი განსაკუთრებით 2014 წლიდან გაიზარდა. გასულ წელს ზრდამ 17 პროცენტი შეადგინა, აქედან 77 პროცენტით გაიზარდა ვიზიტორების რიცხვი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. "როიტერსის" ინფორმაციით, 2015 წელს კუბას 3,5 მილიონი ტურისტი ეწვია, აქედან 161,000 კი ამერიკელი იყო.

შეგახსენებთ, რომ პირველად 54 წლიანი ემბარგოს შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს კუბას სტუმრობს.