Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პარლამენტარები საბჭოთა პერიოდის დეპუტატებისთვის პენსიების მატების საკანონმდებლო წინადადებებზე მუშაობენ

57160b2b75220
BM.GE
19.04.16 14:35
1302
საბჭოთა პერიოდის დეპუტატებს შესაძლოა პენსიები გაეზარდოთ, - აღნიშნულს ის საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში მომზადდა. საუბარია ორ საკანონმდებლო ინიციატივაზე, - ერთი მათგანის მიხედვით, პენსიების მატება იმ პირებისთვის უნდა მოხდეს, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოაწერა ხელი, ხოლო მეორე წინადადების მიხედვით, მატება უნდა შეეხოთ 1990 წლამდე არსებული უზენაესი საბჭოს წევრებს.
 
როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა, რამდენიმე წინადადების განხილვა მიმდინარეობს, თუმც არცერთი მათგანი პენსიების 3000 ლარამდე მატებას არ ითვალისწინებს. მირიან წიკლაურის განცხადებით, ერთ-ერთი წინადადების მიხედვით ნამატმა შესაძლოა არსებული საპარლამენტო ხელფასის 40%-დან 80%-მდე თანხა შეადგინოს. ასევე მისი თქმით, საუბარია იმაზე, რომ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრების ანაზღაურება დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის წევრის პენსიას გაუტანაბრდეს, რაც მისი თქმით 560 ლარია.

"ამ კანონზე მიდის მსჯელობა, როგორი ფრმით უნდა მოხდეს მისი მიღება. ფინანსურ მხარესთან ერთად ეს ინიციატივა ითვალისწინებს სტატუსს, კლუბის შექმნას და პარლამენტში დამატებითი შეკრებისთვის ადგილის გამოყოფას.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის პოზიცია ჩემთვის უცნობია. ნუ ჩავთვლით, რომ ეს არის საპენსიო დანამატი, ჩავთვალოთ რომ ეს არის სპეციალური დანამატი სახელმწიფოს მხრიდან მათი დამსახურების დაფასებისთვის. ასეთ აქტზე ხშირად არ ხდება ხელმოწერა და ღმერთმა დაიფაროს საქართველო, რომ მსგავს აქტზე კიდევ მოხდეს ხელის მოწერა", - განაცხადა მირიან წიკლაურმა. მისივე თქმით, საკითხზე კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთანაც მიმდინარეობს.