პარიზში ხელოვნების ნიმუშების ახალი მუზეუმი გაიხსნება, რომელიც ლუვრთან ახლოს განთავსდება. ინფორმაციას ფრანგი მილიარდერი და Christie's-ს მფლობელი ავრცელებს.
პარიზის ახალი მუზეუმი მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების ოსტატების შედევრებს გააერთიანებს.
საფრანგეთის დედაქალაქის მერმა ახალ დაწესებულებას "პარიზის უდიდესი საჩუქარი" უწოდა. მისი თქმით, 79 წლის მილიარდერმა ფრანსუა პინომ მხატვრების უზარმაზარი კოლექცია შექმნა. ამ ეტაპზე ეს კოლექცია ვენეციის კერძო მუზეუმებშია გამოფენილი.
პინო და მისი ოჯახი New Art Gallery -სთვის შენობას 50 წლიანი იჯარით აიღებს.