28.Mar .2016 10:26

პანკისის ხეობის პრობლემების მოსაგვარებლად სპეციალური ჯგუფი შეიქმნება

views 849
Back

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან ერთად პანკისის ხეობაში იმყოფებოდა. მინისტრი სოფელ დუისის მოსახლეობას შეხვდა და ხეობაში არსებულ პრობლემებს გაეცნო. ადგილობრივების თქმით, პანკისის ხეობის ერთ-ერთი ყველაზე სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხი ალაზნის ხეობის ნაპირგამაგრება და სანიაღვრეების მოწესრიგებაა. ნოდარ ჯავახიშვილმა ადგილობრივებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებითა და დავალებით, პანკისში არსებული პრობლემების შესწავლის და მოგვარების მიზნით, სპეციალურისამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც არსებულ პრობლემებს ადგილზე შეისწავლის.