Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დაიწყეს თუ არა ინვესტორებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კითხვების დასმა

BM.GE
12.11.21 14:28
354
დაიწყეს თუ არა ინვესტორებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კითხვების დასმა - ამით დავინტერესდებით დღეს. ანალიტიკა არ არის პოლიტიკური გადაცემა - თუმცა, ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რომ პოლიტიკის და ეკონომიკის ერთმანეთისგან გამიჯვნა არ გამოდის და სავარაუდოდ, ქვეყანაში დღეს მიმდინარე მოვლენები ინვესტორთა განწყობებზეც აუცილებლად სათანადოდ აისახება. ეს კი საქართველოსთვის უმძიმესი დარტყმა იქნება, რადგან მათ შორის, რეკორდულად გაზრდილი ინფლაციის დაბალანსება ამ ქვეყანაში ისეთი გარემოს უზრუნველყოფითაა მხოლოდ შესაძლებელი, სადაც ინვესტიციები შემოდის, სადაც ახალი სამუშაო ადგილები კერძო სექტორში იქმნება და სადაც უკვე დასაქმებულ ადამიანებს შემოსავლების ზრდის პერსპექტივა არ უკვდებათ. ლოგიკური და მარტივია სათქმელად, მაგრამ ბოლო წლების ინვესტიციების სტატისტიკაც აჩვენებს, რომ საერთოდ არ არის ადვილი მისაღწევად - მაშინაც, როცა ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულებაც გავაფორმეთ და ნელ-ნელა ეს ექსპორტის ზრდასაც ეტყობა. დგება თუ არა ისედაც მყიფე განვითარება დღეს კიდევ ერთი მძიმე დარტყმის ქვეშ - კიდევ რა შეიძლება გადაყვეს უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ ველს?

სტუმარი: ზვიად ჭუმბურიძე - “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო ს” გენერალური მდივანი