Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ოზურგეთმა ევროკავშირის კონკურსზე 374 000 ევროიანი გრანტი მიიღო

570c9b61512f1
BM.GE
12.04.16 10:46
1209
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილმა პროექტმა „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და 374 000 ევროს გრანტი მიიღო.
 
"სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან - ცენტრალური ხელისუფლებიდან კანცელარიის, ინფრასტრუქტურის, გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროების, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გუბერნიის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წარმომადგენლები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი გურიაში დასაბამს მისცემს, როგორც ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენას ასევე, შემდგომში უკვე ტურისტების მოზიდვას", - აღნიშნა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდება ადგილობრივი ბუნებრივი სიმდიდრეებისა და კულტურული მემკვიდრების გამოკვლევა, ტურისტული პოტენციალის შეფასება. შეიქმნება როგორც სტრატეგიული, ასევე ლოკალური გეგმები, რომლითაც იხელმძღვანელებენ გადაწყვეტილების მიმღებნი ტურისტული ღირშესანიშნაობებისა და ძირითადი ინფრასტრუქტურის შექმნის ან გაუმჯობესების პროცესში. პროექტი სამ წელზეა გათვლილი.