Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ოთხი კითხვა, რომელიც ყველა თანამშრომელს უნდა დაუსვათ

56cc906fd4fec
ვიქტორია საკუროვა
23.02.16 21:58
1198
ხშირია შემთხვევები, როდესაც ხელმძღვანელი თავის კომპანიაში ცდილობს პრობლემების გამოვლენას, რაშიც თანამშრომლების სხვადასხვა ტიპის გამოკითხვა ეხმარება. თუკი ამას სწორად წარმართავთ, აღმოაჩენთ ბიზნესის იმ ასპექტებს, რომლებსაც აქამდე ვერ ამჩნევდით. სპეციფიურად დასმულმა კითხვამ, შესაძლოა შეუცვალოს თანამშრომელს ხედვა კომპანიაზე და მიხვდეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ის თავისი დამსქმებლისთვის, ან პირიქით.
 
ქვემოთ მოყვანილი 4 კითხვა დაგეხმარებათ გაარკვიოთ თუ რას ფიქრობენ რეალურად თანამშრობლები კომპანიაზე ისე, რომ არ მოგიწიოთ ხანგრძლივ საუბრებზე დროის დახარჯვა.

1. როგორ თვლით, საკმარისია თუ არა კომპანიის მასშტაბები?

რატომ არის ეს კითხვა მნიშვნელოვანი: ზრდა იწვევს მთელ რიგ პრობლემებს. გაინტერესებთ რა სახის იქნებიან ისინი თქვენი კომპანიის შემთხვევაში. მაგალითად, თუ კი მასშტაბები გაიზრდება, იცნობენ თუ არა თანამშრომლები ერთმანეთს (რადგან იცვლება მათი რაოდენობაც)? როგორ ფიქრობენ, აკონტროლებს თუ არა კომპანიის მმართველი გუნდი სიტუაციას? ეს მნიშნველოვანი და საყურადღებო ასპექტია იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი ოფისები გახსენით და ახალი კადრები აიყვანეთ.

2. ოდესმე თუ გადაგიფიქრიათ იდეის გაზიარება, რადგან ჩათვალეთ, რომ მას უარყოფენ?

რატომ არის ეს კითხვა მნიშვნელოვანი: ინოვაციები არის იქ, სადაც იდეების ბუმია. სწორედ ამიტომ უნდა შექმნათ ისეთი ატმოსფერო, სადაც მათი გამოხატვა წახალისებული იქნება და არავის შეეშინდება გაზიარება. წინააღმდეგ შემთვევაში, თქვენი კომპანია ჯგუფურ აზროვნებაზე გადავა, რაც წარუმატებლობის საწინდარია.

3. ხომ არ გაგჩენიათ შეგრძნება, რომ გიჭირთ სამსახურზე კონცენტრირება?

რატომ არის ეს კითხვა მნიშვნელოვანი: არავის შეუძლია პროდუქტიულად მუშაობა, თუ თავის საქმეზე ფოკუსირება უჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ასუსტებს და სტრესში აგდებს ადამიანს, ის ასევე გადამდებია და გამოიხატება სხვა თანამშრომლების დაღლილობასა და პესიმიზმში. შესაბამისად, თავიდანვე უნდა დაიწყოთ ამაზე ზრუნვა, ადრე გამოავლინოთ „გადამწვარი“ თანამშრომელი და სცადოთ სიტუაციის შეცვლა, რათა ავარიდოთ კომპანიას არაპროდუქტიულობა.

4. თუ კი ვინმე გთხოვთ კომპანიის ხედვის აღწერას, რა პასუხი მოგივიდოდათ თავში უნებლიედ ?

რატომ არის ეს კითხვა მნიშვნელოვანი: კომპანიის მთავარი ხედვა - უძლიერესი სამოტივაციო ხელსაწყოა. თუ კი თქვენს თანამშრობლემს არ გააჩნიათ ინფორმაცია მის შესახებ, ეს მანიშნებელია იმისა, რომ სათანადოდ არ გიცდიათ მათი ინფორმირება, ან რომ ისინი ამ ასპექტს მნიშვნელოვნად არ თვლიან (რაც ძალიან ცუდია). ეს კითხვა უნდა დასვას იმ მმართველმა, რომლისთვისაც იდეასა და თანამშრომლების მოტივაციას დიდი მნიშვნელობა აქვს.

რა თქმა უნდა, სწორი კითხვების დასმა ეს ჯერ კიდევ ნახევრად გაკეთებული საქმეა კომპანიის წარმატების გზაზე, რაც მთავარია,უყურადღებოდ არასდროს დატოვოთ კადრები, მათი იგნორირება შეიძლება უდიდეს შეცდომად იქცეს.
IHUB Tbilisi