Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ოთარ დანელია მიწების რეგისტრაციაზე: ეს არის პრობლემა, რომელიც სტკივა მთელს საქართველოს

56c2ed05a80c6
BM.GE
16.02.16 13:31
1179
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია მიწების რეგისტრაციის საკითხს "ისტორიულ პრობლემას" უწოდებს. როგორც მინისტრმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა, საკითხი ყოველთვის სენსიტიური იყო და აღნიშნულ პროცესში, აუცილებელია უწყებებს შორის კომუნიკაცია.
 
"თუ რაიმე საფუძველი არსებობს, ყველაფერი უნდა გააკეთოს სახელმწიფომ მიწების რეგისტრაციისთვის. სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროცესში ჩართული არ არის. ჩვენ არანაირი გავლენა არ გვაქვს მიწასთან. ეს არის პრობლემა რომელიც სტკივა მთელს საქართველოს, ნებისმიერ ადამიანსა და მოქალაქეს. განსაკუთრებით კი გეხებსა და ფერმერებს. ჩვენ უნდა დავიწყოთ პოლიტიკური ოპონირება და ეროვნულად მივუდგეთ ამ საკითხს", - განაცხადა მინისტრმა.