26.Apr.2016 09:46
Economy

OPIC-ი საპარტნიორო ფონდთან ერთად სტარტაპების დაფინანსების მექანიზმზე იმუშავებს

OPIC-ი საპარტნიორო ფონდთან ერთად სტარტაპების დაფინანსების მექანიზმზე იმუშავებს
აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტს, უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციას (OPIC) და საპარტნიორო ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. იგი ითვალისწინებს პროექტების დაფინანსების მიმართულებით საპარტნიორო ფონდისა და „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის“ თანამშრომლობას.

ვაშინგტონში OPIC-ის მთავარ ოფისში, ვაშინგტონში OPIC-ის მთავარ ოფისში ხელი მოაწერეს საქართველოს ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნათია თურნავამ და OPIC-ის ადმინისტრაციის უფროსმა კამერონ ალფორდმა მოაწერეს ხელი.

საქართველოს ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, OPIC-თან თანამშრომლობა ძალიან მნიშვმნელოვანია. მისი თქმით, „საქართველოს პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიანი რეფორმების ფარგლებში, საპარტნიორო ფონდი და OPIC-ი მუშაობენ სტარტაპების ფონდის დაფინანსებაზე. ეს იქნება ფონდი, სადაც, როგორც OPIC-ი გააკეთებს კონტრიბუციას, ასევე - საპარტნირო ფონდი და შესაბამისად, ეს იქნება ჩვენი რეფორმების კიდევ ერთი მხარდაჭერა.“ ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართულმა მხარე და OPIC-ი შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად გამოავლენენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, სადაც OPIC-იდან თანხების მოზიდვა უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი.
მემორანდუმის თანახმად, საპარტნიორო ფონდი და OPIC ერთობლივად შეისწავლიან სხვადასხვა კომერციულად საინტერესო პროექტებს და შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ერთობლივად დააფინანსებენ. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ჩამოაყალიბებენ გრძელვადიანი თანამშრომლობის ზოგად პრინციპებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროებში პროექტების ეფექტურ და სწრაფ განხორციელებას.

ამ ეტაპზე, ფონდი და აშშ-ის მთავრობის „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია“ (OPIC) აქტიურად თანამშრომლობენ რამდენიმე პროექტის ფარგლებში, მათ შორისაა სასტუმრო “რადისონ წინანდლის” პროექტი, მცირე და საშუალო საწარმოების ფონდში Gazelle Finance-ში თანამონაწილეობა, ჯანდაცვის სექტორში რიგი ერთობლივი პროექტის განხორციელება და სხვა პროექტები.

„უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია“ აშშ–ის მთავრობის ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც საერთაშორისო განვითარებაზე მუშაობს. კორპორაცია თავს უყრის კერძო კაპიტალს და მას მსოფლიოს განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევებისაკენ მიმართავს. რადგან OPIC–ი შეერთებული შტატების კერძო სექტორთან მუშაობს, იგი ეხმარება ამერიკულ ბიზნესს გაფართოვდეს განვითარებად ბაზრებზე, რითიც ხელს უწყობს შემოსავლების ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ აღმავლობას შეერთებულ შტატებსა და საზღვარგარეთ. OPIC–ი თავისი მისიის განსახორციელებლად ინვესტორებს სთავაზობს ფინანსურ რესურსს, გარანტიებსა და რისკების დაზღვევას, აგრეთვე მხარს უჭერს კერძო საინვესტიციო ფონდებს.



22.May.2019 23:49
56

Government Sells “Babylon Tower” for 24.9 million GEL

More
22.May.2019 23:45
64

“Georgian Manganese” Enters into the Legal Dispute with its Employees

More
21.May.2019 16:18
108

Government Will Not Cover Commercial Risks of Anaklia Port - Tskitishvili

More
20.May.2019 11:22
143

Christine Lagarde - Harnessing Reforms to Boost Inclusive Growth, Full Speech

More
18.May.2019 00:28
120

Kutaisi bypass road to be modernized as 4-line highway

More
17.May.2019 00:19
116

Geostat Sets 164 GEL as the New Subsistence Minimum

More