ჩინეთი უნაღდო ანგარიშსწორების პოპულარობით მსოფლიოში ლიდერ პოზიციაზეა, მათ შორის მობილური მოწყობილობებით, - შედეგი კომპანია Nielsen-ის სოციალურმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მარკეტინგული ინფორმაციის დამუშავებაში ლიდერია. სულ 13 ათასი ინტერნეტ მომხმარებელი 26 ქვეყანაში გამოიკითხა, - ამის შესახებ პორტალი Sina წერს. კვლევების მიხედვით, ჩინეთში გამოკითხული რესპონდენტების 86% ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, ონლაინ შესყიდვებს ელექტრონული შესყიდვით ახორციელებდნენ, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 43%-ია.
"ჩინელ მომხმარებლებს მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ გადახდის სასურველი ფორმის შესარჩევად. ონლაინ გადახდების კომფორტი კი უფრო მეტ ჩინეთის მოქალაქეს დაიპყრობს", - განაცხადა Nielsen China-ს ხელმძღვანელმა კიკი ფანმა. ამასთანავე ონლაინ გადახდებს სულ უფრო ხშირად მობილური ტელეფონის საშუალებით ახორციელებენ.