Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ომარ ნიშნიანიძე: იმერეთის მიწისქვეშეთში ძალიან ლამაზი და საინტერესო სანახაობა იშლება

56bae667d47ec
BM.GE
10.02.16 11:25
1044
პარლამენტის დეპუტატი, ომარ ნიშნიანიძე ქუთაისში მიწისქვეშა ტურიზმის განვითარების ინიციატივით გამოდის. როგორც ნიშნიანიძე გადაცემაში "საქმიანი დილა" აცხადებს, დღემდე რეგიონში მიწის ქვეშ ჩასვლა მხოლოდ ერთხელ, 1956 წელს მოხდა. მისი თქმით, იმერეთი და განსაკუთრებით ქუთაისი კასტრული მღვიმეებით არის დაფარული.
 
"იმერეთში მიწისქვეშ ჩასვლა 1956 წელს პეტრე ჭაბუკიანი ინიციატივით მოხდა. საინტერესო ჩანაწერები გვაქვს დატოვებული, სადაც წერია რომ იმერეთი და განსაკუთრებით ქუთაისის მიწისქვეშეთის დიდი ნაწილი, კასტრული მღვიმეებითაა დაფარული და ძალიან საინტერესო და ლამაზი სანახაობა იშლება. ეს ტერიტორიებია საფიჩხია, ჭახათი, მოწამეთის მიმართულება. მე არქეოლოგებთან მქონდა შეხვედრა, რომლებისგანაც შევიტყვე, რომ კასტრული მღვიმეებით რიონის არა მარტო მარცხენა, არამედ მარჯვენა მხარეც დაფარულია და ეს ეხება ბაგრატის ტაძარს და გაბაშვილის გორას.

როგორც ამბობენ, კონსტანტინე და დავით მხეიძეები არაბთა შემოსევების დროს, ზუსტად იმ გამოქვაბულში იმალებოდნენ. ისინი მღვიმეებს აფარებდნენ თავს“, - აცხადებს ნიშნიანიძე.

დეპუტატი ჯერ-ჯერობით პროექტის ღირებულებას ვერ ასახელებს და ამბობს, რომ პირველ რიგში კვლევის ჩატარებაა საჭირო.

"ვფიქრობ, რომ პირველი ნაბიჯები მაინც სახელმწიფომ უნდა გადადგას და შემდეგ უკვე კერძო სექტორი დააინტერესოს", - აცხადებს ნიშნიანიძე.