ფინანსთა მინისტრი ახალი წლის ღამეს თანამშრომლებთან ერთად იმუშავებს, - აღნიშნულის შესახებ მინისტრმა „ბიზნესკონტაქტის“ ეთერში განაცხადა.
„ხვალ ძალიან საინტერესო რეფორმას იწყებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, - ერთიან სახაზინო კოდზე გადავდივართ. ჩვენი პროგრამისტები ამაღამ მთელი ღამე იმუშავენ, - ფინანსთა მინისტრიც მათთან ერთად იმუშავებს ამაღამ. პროგრამა 4 იანვარს ჩაეშვება“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.