Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ნოდარ ხადური ეკონომიკური ზრდის მიღწევის გზებს ასახელებს

56dd575dda617
ელენე გოგბერაშვილი
07.03.16 14:24
1293
ფინანსთა მინისტრმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ მათ აქვთ მონახაზი, თუ როგორ უნდა მიაღწიონ ეკონომიკური ზრდის 3%-იან დაგეგმილ მაჩვენებელს.

"ბიზნესკონტაქტის" კითხვაზე, ინვესტიციების ზრდის რა კონკრეტული გეგმა აქვს მთავრობას, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ არსებობს ხელშესახები გეგმები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.

"ჩვენ ველოდებით სერიოზულ ინვესტიციებს. ინვესტიციებს ველოდებით ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, კავშირგაბმულობაში, ახალი ტურისტული ობიექტები შენდება. რევოლუციური, ათასწლეულის პროექტის განხორციელება იწყება საქართველოში, ესაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. გარდა ამისა, სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში და ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. სულ ახლახანს დასრულდა დონორთა კონფერენციები, რომელზეც გადაწყდა, რომ დაიწყება ხაშური-ზესტაფონის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა. დღეს საღამოს ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას იაპონელებთან ერთ-ერთი მონაკვეთის მშენებლობის დაფინასებაზე. ასე რომ ძალიან სერიოზული, ხელშესახები გეგმებია, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.